saqarTvelos mwvervalebi - brutsabZeli

 

ბრუტსაბძელი - მწვერვალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ტოტის – ჯავის ქედის დასაწყისში, მდინარეების ფაწისა და ჯომაგდონის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3670 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. წარმოადგენს მცირე მყინვარებიან კლდოვან პირამიდას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ბრუტსაბძელს შიდა ქართლის მოსახლეობა იალბუზსაც უწოდებს. იგი ძველი ქართლის საკულტო მწვერვალი იყო. მასზე აღმოჩენილია ხის ნაგებობა – ალბათ, განდეგილის თავშესაფარი. ბრუტსაბძელზე პირველი ალპინისტური ასვლა მოეწყო 1929 წელს.